top of page
Writer's pictureTbilisi Times

რინგო - „ვაწარმოებთ ქისებს, რომლებშიც ერთჯერადი პარკებია მოთავსებული ძაღლის ფეკალიების ასაღებად“

Updated: Dec 29, 2020


რინგოს ქართული ქისა შექმნილია ჩვენი ერთგული მეგობრებისთვის. ეკოლოგიასა და გარემოზე მზრუნველი რინგო ქალაქის სამსახურში

დგას და ელოდება ახალ პატრონებს. რას გულისხმობს შესაბამისი

წარმოება? „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ნესტან მამაცაშვილი პასუხობს.

გვიამბეთ, რას აწარმოებთ?


ვაწარმოებთ ხელნაკეთ ტყავის/ვეგანურ ქისებს, რომლებშიც ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკებია მოთავსებული ძაღლის ფეკალიების ასაღებად.

რინგო მოიხმარს მხოლოდ ბიოდეგრადირებად პარკებს და არის ეკოლოგიაზე მზრუნველი ძაღლი, რომლის სახელის ქვეშაც დაარსდა კომპანია – რინგო ქალაქის სამსახურში.


საიდან გაჩნდა "რინგოს" იდეა?


ძალიან შემაწუხებელი იყო ფეკალიებისგან დაბინძურებულ ქუჩებში სეირნობა. გვინდოდა, ამ პრობლემის გადაჭრისთვის ხელი შეგვეწყო. აქედან გაჩნდა ეკო პროექტის იდეაც: რინგო ქალაქის სამსახურში.


ბევრი დაინტერესდა თქვენი პროდუქციით?


წლიდან წლამდე იზრდება რინგოს ცნობადობა, ამას თამამად თუნდაც მხოლოდ იმის გამო ვიძახით, რომ ქუჩაში ძაღლებზე შებმულ რინგოს ქისებს ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ყველა ძაღლის მეპატრონე ჩვენი კლუბის წევრი ხდება  და ქუჩაში ფეკალიებს ნაკლები პატრონი ტოვებს.

ესაა ჩვენი მიზანიც, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ამის კულტურა.


რას ემსახურება რინგო მიზანი?


რინგო ქალაქის სამსახურშია, რაც ნიშნავს იმას, რომ შეასრულოს ბოლომდე თავისი მისია: შევძლოთ, ვიცხოვროთ უფრო სუფთა, ფეკალიებისგან დაუნაგვიანებელ ქუჩებში და ვიზრუნოთ გარემოზე.


როგორ ფიქრობთ, გაამართლა თქვენმა ბიზნესმა?


ვფიქრობ, რინგოს პროექტმა გაამართლა, რაკი სამი წლის თავზე ცალსახად მოიმატა რინგოსიანების რაოდენობამ და ძაღლებიც უფრო თამამები და გაბედულები გახდნენ.


14 views0 comments

Comentarios


bottom of page