პირველად, ამერიკაში, 1982 წელს ცნობილმა ძაღლმა ლესიმ ისარგებლა ცხოველთა დაზღვევით და მიუხედავად იმ დროს ხალხის სკეპტიკური დამოკიდებულებისა დაამტკიცა, რომ ძაღლის დაზვევა ისეთივე აუცილებელია, როგორიც ადამიანის - ძაღლების ცხოვრება ხომ სავსეა ისეთი მოულოდნელი შემთხვევებით, როგორებიც არის მოწამლვა, ავარიები, ვირუსები და სხვა. ხშირია, როცა ძაღლის პატრონი ვეტერინართან ვიზიტს თავს არიდებს ფინანსების არქონის გამო, მის მდგომარეობას სახლში აკვირდება და იმედოვნებს, რომ ის თავისით გამოჯანმრთელდება. ხანგრძლივ დაკვირვებასა და ლოდინს კი ხშირად შინაური ცხოველის მდგომარეობის გაუარესება მოყვება ხოლმე.
ჯანმრთელობის დაზღვევა ბევრი ადამიანისთვის სიმშვიდის, დაცულობისა და კომფორტის გარანტიაა. საქართველოში არსებულმა სადაზღვევო კომპანიებმა დაამტკიცეს, რომ მათი არსებობა ჩვენს რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბაზარზე გაჩნდა ჯანსაღი კონკურენცია და კომპანიებმაც დაზღვეულებისა და პოტენციური კლიენტებისთვის, სხვადასხვანაირი პაკეტებისა და მეტად გაუმჯობესებული პირობების შეთავაზება დაიწყეს. სფეროს განვითარებას და აქტუალობას დაემატა ის ფაქტიც, რომ პანდემიის დროს ხალხში გლობალურად იმატა შინაური ცხოველების აყვანის შემთხვევებმა, შედეგად კი პატრონებში ერთგული მეგობრების დაზღვევასთან დაკავშირებით სერიოზული ინტერესი და კითხვები გაჩნდა.
წარსულში, სხვა კომპანიების მცდელობის მიუხედავად, შინაური ცხოველების დაზღვევამ დღის სინათლე ვერ იხილა, ახლა როგორც განვითარებულ დიდ ქვეყნებში, საქართველოშიც უფრო საჭირო გახდა მსგავსი პროდუქტის არსებობა. ადამიანების საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო კომპანია 'ირაო', რომლის მისიაც ფინანსური დაცულობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა, ერთადერთი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში, ვინც ადამიანების გარდა ცხოველების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზეც იზრუნებს. ამიერკავკასიის ბაზარზე, სწორედ 'ირაო'-ა ის კომპანია, რომელმაც 1 მარტიდან ერთგული მეგობრების დაზღვევა დაიწყო, ისინი ხომ მეგობრების გარდა ჩვენი ოჯახის წევრები არიან, ოჯახის წევრები კი მხოლოდ საუკეთესო მოვლა-პატრონობას იმსახურებენ.
ცნობილია, რომ გარდა რიგი სირთულეებისა ძაღლის მოვლა დიდ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. დაბადებიდან მათთვის გარდა საკვებისა და სხვა საჭირო ნივთებისა, აუცილებელია გეგმიური აცრები, ვაქცინაცია, მუდმივი შემოწმება ჭიებზე და ვეტერინართან პერიოდული ვიზიტი, რასაც ერთჯერადად 30-40 ლარამდე სჭირდება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისას კი გადასახადი გაცილებით მეტია. ამას ემატება ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებიც. შეუძლებელია ყოველთვის მზად იყოთ მსგავსი, გაუთვალისწინებელი ხარჯების გასაწევად.
17 წლიანი გამოცდილების მქონე, ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG Group) წევრმა 'ირაო'-მ 2020 წლიდან დაიწყო ცუგების დაზღვევაზე მუშაობა.
კომპანია მუდმივად იკვლევს მომხმარებლების მოთხოვნებს და ცდილობს მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მათ სერვისისა და პროდუქტის კუთხით. ეს პროდუქტიც იმ სიახლეთაგანია, რომელიც 'ირაომ' 2021 წელს გაზაფხულის დადგომასთან ერთად შესთავაზა მომხმარებელს.
უკვე ვისაუბრეთ რატომ არის ძაღლის დაზღვევა მნიშვნელოვანი, ახლა აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ მუშაობს ირაოს დაზღვევა - “ერთგული მეგობარი”.
თუ თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ძაღლის ცხოვრებაში, გეგმიურად დაგყავთ ის ვეტერინართან და მზად ხართ გადაიხადოთ თვეში 30 ლარი თქვენივე სიმშვიდისთვის და ძაღლის კეთილდღეობისთვის, მაშინ 'ირაო' ძალიან მარტივი გზით, ონლაინ გთავაზობთ ერთგული მეგობრის პოლისის შეძენას.
პოლისი 100%-თ დაფარავს გადაუდებელ ჰოსპიტალურ მომსახურებას უბედური შემთხვევის გამო,
90%-თ კი გადაუდებელ ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ მომსახურებას,
80%-თ გეგმიურ ჰოსპიტალურ, ამბულატორიულ და ონკოლოგიურ მომსახურებებს + მედიკამენტების ხარჯებს.
გარდა იმისა, რომ თქვენი საყვარელი არსების ჯანმრთელობას ისეთ თავისუფალ და სანდო კომპანიას ანდობთ, რომლის მთავარი ღირებულებაც პროფესიონალიზმი, განვითარება, სიძლიერე, სტაბილურობა და მრავალფეროვნებაა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ თქვენ პროფესიონალი ვეტერინარებისგან მაღალი ხარისხის მომსახურების საკმაოდ დაბალ, ეკონომიურ ფასად მიღებას შეძლებთ.
'ირაო'-ს მეგობარ კომპანიებს კი დაზღვევული ძაღლებისთვის სიურპრიზები აქვთ:
პლანეტის ყველაზე მზრუნველი ოთხფეხა მოქალაქისგან რინგო • Ringo მთელი წლის მანძილზე პროდუქციაზე 20% ფასდაკლებას შემოგთავაზებთ.
გრუმინგ სალონი - Groom.ge მომსახურების 20% ფასდაკლებას გთავაზობთ,
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი Zoomart - ზოომარტი 20 ლარიან ფასდაკლებების ბარათს უფასოდ გადმოგცემთ,
ცხოველთა კვებისა და მოვლის საშუალებების ონლაინ მაღაზია 4pets.ge • ზოოგალერეა კი 10% ფასდაკლებით გაგახარებთ.
Commentaires